fbpx
12:57 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია – მკაცრი შეზღუდვები და სრული ჩაკეტვა არ იგეგმება

მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია – მკაცრი შეზღუდვები და სრული ჩაკეტვა არ იგეგმება

საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა დამატებით მკაცრ შეზღუდვებს არ გეგმავს.

 

მისი განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დღეს მთავრობა მიიღებდა გადაწყვეტილებას სრული შეზღუდვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით არ მიგვიღია. როგორც მედიასაშუალებებით და ასევე მოსახლეობაშია ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინაც და დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნის შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისივე თქმით, მთავრობა ამ ეტაპზე გეგმავს ისეთი პიტის შეზღუდვებს, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას არ შეუშლის ხელს და მიღებულია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X