fbpx
20:50 | 2020-12-29 ავტორი: Prime Time

მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რა სახის საერთაშორისო დახმარება მიიღო პანდემიის დროს

მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რა სახის საერთაშორისო დახმარება მიიღო პანდემიის დროს

საქართველოს მთავრობა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მობილიზებული საერთაშორისო დახმარებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო დახმარებები ასეთია:

 

ევროკავშირი – 430 მლნ ევრო, ასევე სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთები; აშშ – 17 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 55 ათასი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა; იაპონია – ანტივირუსული პრეპარატი და 2.8 მლნ აშშ დოლარის დახმარება;

 

კორეის რესპუბლიკა – 400 000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება; გაერო – „კოვიდ-19“-ის საპასუხო და აღდგენის ფონდიდან“ 1 მილიონი აშშ დოლარი;

 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) -სწრაფი სადიაგნოსტიკო აღჭურვილობები და 10,2 მილიონი ევრო და სხვ.

ავტორი: Prime Time
X