10:07 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და ის კვლავ 24-ს შეადგენს.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ინფიცირებულთა განკურნებისთვის, ასევე დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან.

 

„დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის, თუმცა დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან და მიმდინაროებს შესაბამისი ღონისძიებები მათი პრევენციული ჯანდაცვის ღონისძიებების გასატარებლად“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის განმარტებით, ახლა არა პანიკის, არამედ გაერთიანების დროა.

 

„პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დრო. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ, მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს,საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევე რთი თვით გრძელდება სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება. ამასთან ერთად,ერთი თვით გადავადდება, 13 აპრილამდე საგაზაფხულო გაწვევა სქართველოს ჯარში“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემეირის თქმით, ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, , მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს.

 

„საქართველოს მთავრობის და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევათ ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს.უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელწმიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X