
ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს მაია ნადირაძეს საზოგადოება კარგად იცნობს, 2003 წელს ის „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლების მთავარი სახე და უმრავლესობის ლიდერი გახლდათ, თუმცა 2006 წელს გაკეთებული არასახარბიელო განცხადებების გამო, საჯარო აქტიურობას ჩამოშორდა.
მაია ნადირაძე დღემდე რჩება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად. რაზეც მისი სტატუსები მეტყველებს.
მისი პერსონა მუდმივად იწვევდა საზოგადოებაში ინტერესს, მაგრამ პირად ცხოვრებაზე პრესაში არც ადრე საუბრობდა და მითუმეტეს ახლა.
სულ ცოტა ხნის წინ, „მთავარი არხის“ ეთერში ახალი სახე თათა ჩიქვილაძე გამოჩნდა. რომელიც არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას აშკარა სიმპატიით სარგებლობს.
ახალგაზრდა ტელეწამყვანი მაია ნადირაძის ქალიშვილია და „პრაიმტაიმის“ ყურადღების ცენტრშიც ამიტომ მოხვდა.
თათა ნიკა გვარამიას გუნდში ადრე პროდუსერად მუშაობდა, ახლა კი ტელეეკრანზე გადაინაცვლა და გადაცემის „დღის სტუმარის“ წამყვანია.
თათა ჩიქვილაძე 1988 წელს დაიბადა, მისი მეუღლე ვაჟა კაკაბაძეა.
მაია ნადირაძის ქალიშვილს ევროპული განათლება აქვს მიღებული, ის ლონდონში სწავლობდა.
ასევე დამთავრებული აქვს „ილიაუნი“ და „ჯიპა“.
სანამ სატელევიზიო საქმიანობას დაიწყებდა, თათა მედიის განვითარების ფონდში, მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა.
იყო ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტი.