10:54 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენი გადაეცა

მთარგმნელ ხათუნა ცხადაძეს იტალიის ვარსკვლავის ორდენი გადაეცა

ქართველ მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს იტალიის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა.

 

ღირსების ორდენი იტალიაში 1947 წლიდან გაიცემა. ამჟამად ჯილდოს „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ ეწოდება და იმ პირებს გადაეცემა, რომლებსაც იტალიური კულტურის პოპულარიზაციაში აქვთ წვლილი შეტანილი.

 

ხათუნა ცხადაძეს იტალიურიდან ქართულ ენაზე უმბერტო ეკოს, იტალო კლალვინოს და მელანია მაცუკოს რომანები აქვს ნათარგმნი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები