23:25 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში უძველესი შარვალი სამი სხვადასხვა ქსოვილისგანაა შეკერილი

მსოფლიოში უძველესი შარვალი სამი სხვადასხვა ქსოვილისგანაა შეკერილი

მსოფლიოში უძველესი შარვალი ძვ.წ. 1122-926 წლებით თარიღდება. არქეოლოგებმა ის დასავლეთ ჩინეთში მდებარე ერთ-ერთ სასაფლაოზე აღმოაჩინეს.

 

შარვალი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, შეკერილია სამი სხვადასხვა ქსოვილისგან, გაფორმებულია ორნამენტებით, უბეში ნაჭრის დამატებითი ფენაა გადაკერილი.

 

როგორც Times-ი წერს, სწორი ტოტებით და ფართო უბით, ის თანამედროვე საცხენოსნო შარვალს წააგავს.

 

ზოგადად, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შარვალი მომთაბარე მხედრებმა გამოიგონეს, რომლებიც ცხენებით გადაადგილდებოდნენ.

 

ჯერჯერობით მსოფლიოში მასზე უძველესი შარვალი არაა აღმოჩენილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X