13:51 | 2020-04-11 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში სულ 15 ქვეყანაა, სადაც COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მსოფლიოში სულ 15 ქვეყანაა, სადაც COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

11 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიოში ამ დროისთვის სულ 15 ქვეყანაა, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსი არ ფიქსირდება. ამ ქვეყნების ნაწილში შესაძლოა ვირუსი გავრცელებულია და ამას ოფიციალურად არ აღიარებენ, სავარაუდოდ ასეთია ჩრდილოეთ კორეაც, რომელიც ჩამონათვალში შემავალი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა.

 

სიაში ასევე შედიან ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებიც, რომლებიც არც გამჭვირვალობით გამოირჩევიან და არც საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობით.

 

ქვეყნები სადაც ამ დროისთვის არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა:

1 ჩრდილოეთ კორეა – 25,778,816 მოქალაქე;

2 ტაჯიკეთი – 9,537,645 მოქალაქე;

3 თურქმენეთი – 6,031,200 მოქალაქე;

4 ლესოთო – 2,142,249 მოქალაქე;

5 კომორის კუნძულები – 869,601 მოქალაქე;

6 სოლომონის კუნძულები – 686,884 მოქალაქე;

7 ვანუატუ – 307,145 მოქალაქე;

8 სამოა – 198,413 მოქალაქე;

9 კირიბატი – 119,451 მოქალაქე;

10 მიკრონეზია – 115,03 მოქალაქე;

11 ტონგა – 105,695 მოქალაქე;

12 მარშალის კუნძულები – 59,19 მოქალაქე;

13 პალაუ – 18,094 მოქალაქე;

14 ტუვალუ – 11,793 მოქალაქე;

15 ნაურუ – 10,823 მოქალაქე.

 

 

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების სულ 1.7 მილიონი შემთხვევა არის აღრიცხული, აქედან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372 ათასს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 101 ათასს აღემატება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები