fbpx
13:14 | 2020-12-13 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში კოვიდის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან სამი თვით ადრე ვირუსი იტალიაში ცირკულირებდა – ახალი კვლევა

მსოფლიოში კოვიდის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან სამი თვით ადრე ვირუსი იტალიაში ცირკულირებდა – ახალი კვლევა

იტალიის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია 2019 წლის ნოემბერში ცირკულირებდა.

 

„კოვიდის ფეხის თითები“ - ვისთან და როგორ ვლინდება ვირუსის კიდევ ერთი სიმპტომი
2020-12-13„კოვიდის ფეხის თითები“ - ვისთან და როგორ ვლინდება ვირუსის კიდევ ერთი სიმპტომი

 

ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.

 

კვლევის მიხედვით, ტესტებმა აჩვენა, რომ მილანში მცხოვრები ბავშვი დაავადდა მწვავე კორონავირუსული რესპირატორული სინდრომით 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, ქვეყანაში კოვიდის პირველი შემთხვევების გამოვლენამდე დაახლოებით სამი თვით ადრე. სიმპტომები მაშინ წითელას შემთხვევებს მიათვალეს.

 

მილანის ჯანდაცვის ბიოსამედიცინო მეცნიერების დეპარტამენტის მკვლევარების თანახმად, ანალიზები ჩატარდა რეტროაქტიულად იმ პაციენტების ნიმუშებზე, რომლებმაც წითელაზე უარყოფითი შედეგები აჩვენეს, მათ შორის 4 წლის ბიჭზე, რომლის ტესტმაც მოგვიანებით კოვიდზე დადებითი პასუხი აჩვენა.

 

ავტორი: Prime Time
X