08:45 | 2020-03-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 780 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 780 000-ს გადააჭარბა

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით 37 816 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 785 797 ადამიანი, 165 607 კი გამოჯანმრთელდა.

 

ყველაზე მძიმე სურათი ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია.

 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

რაც შეეხება საქართველოს:

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულია – 20 პაციენტი.

 

დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X