22:48 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 500 000-ს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსი სულ 510 108 ადამიანს აქვს დადგენილი, 120 000-მა კი მისგან განკურნება შეძლო.

 

მსხვერპლი კვლავ ყველაზე მაღალია იტალიაში, სადაც ვირუსით 8165 ადამიანია გარდაცვლილი.

 

რაც შეეხება საქართველოს, 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 79-მდე გაიზარდა. 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები