00:25 | 2020-05-15 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 4 405 688-ს დაუდასტურდა, ხოლო 1 576 318 გამოჯანმრთელდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

X