01:17 | 2020-04-15 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გვამიდან გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის გვამიდან გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა

25 მარტს ტაილანდის სამედიცინო სერვისების დეპარტამენტის დირექტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის იუწყებოდა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები ინფექციის რისკს არ წარმოადგენდნენ.

 

დეპარტამენტის ამ ცნობას, ბევრი პათოლოგი სკეპტიციზმით შეხვდა.

 

13 აპრილს გამართლდა ეჭვი, რომ COVID-19 სიკვდილის შემდეგაც გადამდებია. დაავადების გვამიდან გავრცელება ტაილანდში დაფიქსირდა.

 

Journal of Forensic and Legal Medicine-ის კვლევის მიხედვით, COVID-19-ის ინფექციით, ტაილანდის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის წარმომადგენელი დაინფიცირდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის ტაილანდში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა დაავადების გავრცელების ერთ-ერთი პირველი კერა გახდა, ახალი კორონავირუსის 2 579 დადასტურებული შემთხვევაა.

 

ჯონ ჯეის კოლეჯის პათოლოგი ანჯელიკ კორთალსი ამბობს, რომ “დამატებითი სიფრთხილე სამედიცინო პერსონალის გარდა, მორგის ტექნიკოსებს და დაკრძალვის ბიუროებში მომუშავეებსაც სჭირდებათ”.

 

ამ დროისთვის დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი ხნის მანძილზე წარმოადგენს COVID-19-ის მქონე გარდაცვლილი ადამიანი ინფექციის გავრცელების რისკს.

 

წყარო: .fr24news

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები