fbpx
18:52 | 2021-01-02 ავტორი: ამუკა ქორიძე

მსოფლიოში, ისრაელი მოსახლეობის ვაქცინაციის სისწრაფით ლიდერობს

მსოფლიოში, ისრაელი მოსახლეობის ვაქცინაციის სისწრაფით ლიდერობს

ისრაელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავრცელების სისწრაფით, მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო ყოველ ას პაციენტზე 11.55 დოზას იყენებს. მსოფლიოში, ბაჰრეინი 3.49 დოზით მეორე ადგილზეა, ხოლო გაერთიანებული სამეფო კი, 1.4-ით მესამე ადგილს იკავებს.

 

Covid vaccine: Israel says it's inoculated 7% of its population, it's less than 1% in U.S.

 

ისრაელმა მასობრივად მოქალაქეების აცრა 19 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ, სახელმწიფოში, ყოველდღიურად 150 000 ადამიანს უტარდება ვაქცინაცია. პროცესში, სახელმწიფომ პრიორიტეტი ისეთ მოწყვლად ჯგუფებს მიანიჭა, როგორებიც 60 წელს გადაცილებულნი, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები და ავადმყოფები არიან.

 

ისრაელმა პანდემიის დაწყებიდან მალევე, წინასწარ შეიძინა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა. ჯანდაცვის მინისტრის – იული ედელსტეინის განცხადებით, სახელმწიფომ სპეციალური პირობების გათვალისწინებით (-70 გრადუსი ცელსიუსით) ორ ნაწილად, უსაფრთხოდ გადმოზიდა აღნიშნული ვაქცინა ქვეყანაში.

 

პრემიერ მინისტრის – ბენჟამინ ნეტანიაჰუს თქმით, შესაძლებელია, რომ 2021 წლის თებერვლისთვის, ისრაელს პანდემია, უკვე დამარცხებული ჰქონდეს.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, სახელმწიფომ პანდემიის დაწყებიდან უკვე მესამედ გამოაცხადა ლოქდაუნი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X