20:50 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს გადაცდა და ამ დროის მონაცემებით 100 279-ს შეადგენს.

 

გარდაცვლილთა რაოდენობით, პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა, სადაც ვირუსს 18 849 ადამიანი ემსხვერპლა.

 

მეორე ადგილს 17 919 გარდაცვლილით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. მესამეზე კი 15 970 დაღუპულით ესპანეთია.

 

​საერთო ჯამში, COVID-19-ით 1 646 480 ადამიანი დაინფიცირდა, 368 736 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +