08:17 | 2020-03-30 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მსოფლიოში COVID19-ით 720 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში COVID19-ით 720 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან, დაახლოებით სამი თვე გავიდა და მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, COVID19-ით 722 196 ადამიანი დაინფიცირდა.

 

COVID19-ის გავრცელების ეპიცენტრად რჩება ევროპის ქვეყნები და აშშ. ამ ეტაპზე ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იტალიაა, სადაც ვირუსით 10 779 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ყველაზე მეტი შემთხვევებით, პირველ ადგილს ამერიკა იკავებს, სადაც სულ 139 745 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაშ, აშშ-ში 16 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

 

30 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის 722 196 შემთხვევიდან აქტიურია 533 847, გამოჯანრთელებულთა რაოდენობა 150 ათასს აჭარბებს, ხოლო გარდაიცვალა 33 891.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები