fbpx
18:59 | 2020-06-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მსოფლიოში COVID-19-ით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიოში COVID-19-ით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

7 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა.

 

worldometers-ის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის 7,021,206 ინფიცირებულთაგან 3,4 მილიონზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსით სულ 402,837 ადამიანი გარდაიცვალა.

 

სომხეთში პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა  დაფიქსირდა
2020-06-07სომხეთში პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 

მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული შეერთებულ შტატებშია. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში 2 მილიონამდე ინფიცირებულია. ასევე, COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ლიდერობს აშშ, სადაც ვირუსს 112,128 ადამიანი ემსხვერპლა.

 

აშშ-ის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული ბრაზილიაშია. ამჟამად, ბრაზილიაში კორონავირუსის 676,494 შემთხვევაა გამოვლენილი. მას შემდეგი ქვეყნები მოჰყვება:

რუსეთი(467,673); ესპანეთი(288,953); დიდი ბრიტანეთი (284,868); ინდოეთი(253,329); იტალია(234,801); პერუ(191,758); გერმანია(185,732); ირანი (171,789).

 

COVID19-ის გავრცელების სისწრაფე

 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 აპრილს მილიონს გადააჭარბა. კიდევ ერთი მილიონის დაინფიცირებას კი მხოლოდ 13 დღე დასჭირდა.

 

2 აპრილს – 1 მილიონი

 

9 აპრილს – 1.5 მილიონი

 

15 აპრილს – 2 მილიონი

 

27 აპრილს – 3 მილიონი

 

10 მაისი  – 4 მილიონი

 

20 მაისი -5 მილიონი

 

30 მაისი – 6 მილიონი

 

7 ივნისი- 7 მილიონი

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X