fbpx
17:45 | 2020-12-31 ავტორი: ამუკა ქორიძე

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალი წლის ღონისძიებები პანდემიის გამო, გაუქმდა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალი წლის ღონისძიებები პანდემიის გამო, გაუქმდა

გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, ახალი წლის ფესტივალებსა და დღესასწაულებზე მსოფლიოს გარშემო, შეზღუდვები წესდება.

 

ფაიერვორკები და სხვა სახის ღონისძიებები სიდნეიდან ნიუ-იორკამდე, ბევრ ქვეყანაში შეზღუდული ან საერთოდ გაუქმებულია.

 

ევროპაში, მსგავსი სადღესასწაულო პროექტების შემსუბუქება, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო კიდევ უფრო მეტად საჭირო გახდა. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთი 100 000 პოლიციელს ახალი წლის წინა ღამეს ქუჩებში საპატრულოდ უშვებს, რათა კომენდანტის საათის დროს თავყრილობები ან წვეულებები დაშალონ.

 

Covid: France mobilises 100,000 police to stop New Year's Eve gatherings - BBC News

 

რაც შეეხება აზიასა და ოკეანეთს, ჩინეთში ყოველწლიური ახალი წლის სინათლის შოუ გაუქმდა, ხოლო სხვა დაგეგმილი კი, ღონისძიებები შემცირდა. იაპონიამ ამ წლისთვის, იმპერატორ ნარუჰიტოსა და მისი ოჯახის ხალხთან მისალმების ახალი წლის ტრადიცია, გააუქმა. ინდოეთმა ახალი წლის ღამეს კომენდანტის საათი და სხვადასხვა აკრძალვები აამოქმედა.

 

Men hang red lanterns marking New Year and Lunar New Year festivities following the outbreak of Covid-19 in Beijing, 31 December 2020

 

ავსტრალიაში, სიდნეიში ფაიერვორკების ჩვენება წელსაც ჩატარდება, თუმცა ხალხს ქალაქის ნავსადგურიდან მათზე დაკვირვების უფლება არ ექნებათ. სიდნეის მოსახლეობას შეეძლებათ, თავიანთი ტელევიზორებიდან ცაში ფაიერვორკების გაშვებას უყურონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახლებში ხუთ ადამიანზე მეტი პიროვნების თავშეყრა აკრძალულია. ხოლო, ახალ ზელანდიაში, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არც საზღვრები იქნება ჩაკეტილი და არც „ლოქდაუნი“ იქნება გამოცხადებული, საახალწლო გეგმები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.

 

Sydney's Circular Quay on New Year's Eve of 31 December 2019 and of 31 December 2020

(ახალი წლის წინა ღამე სიდნეიში: 2019 და 2020 წელი)

 

ჩვენთან საქართველოში, 31 დეკემბერს, ერთი ღამით, კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 სთ-დან დილის 05:00 სთ-მდე გრძელდებოდა გაუქმდება. მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე, რომელიც ახალი წლის წინა ღამით იგეგმება ხალხის დასწრება აკრძალულია. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, კონცერტი პირდაპირი ეთერის მეშვეობით, მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიით გადაიცემა.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X