10:48 | 2020-04-08 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული – ბოლო მონაცემები

მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული – ბოლო მონაცემები

Worldometers-ის ბოლო ინფორმაციით, მსოფლის მასშტაბით ახალი კორონავირუსით 1,431,973 ადამიანია დაინფიცირებული.

 

ვირუსის აფეთქების შემდეგ, 8 აპრილის მონაცემებით 82,096 ადამიანი დაიღუპა, 302,209 კი განიკურნა.

 

ყველაზე მეტი დაინფიცირებული პაციენტი აშშ-შია (378 ათასზე მეტი), შემდეგ ესპანეთში (140 ათასი), იტალიაში (132 ათასი), გერმანია (105 ათასი), საფრანგეთი (98 ათასი) და ჩინეთი (82 ათასი).

 

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსს 208 ადამიანი მკურნალობს, გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 46 გამოჯანმრთელდა.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

X