14:21 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

მსოფლიო ჩემპიონის შვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა

მსოფლიო ჩემპიონის შვილს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა

მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის შვილს, თარაშ კანდელაკს პროკურატურამ ბრალი ოფიციალირად დღეს წარუდგინა.

 

მას ბრალი 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულოსხმობს.

 

როგორც პოროკურატურაში აცხადებენ, უწყება საქმეს გორის რაიონულ სასამართლოს დღესვე გადაუგზავნის და აღმკვეთი ღონოსძიების შეფარდებას, პატიმრობას მოითხოვს.

 

ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს, ის ამ დრომდე გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თრაშ კანდელაკს 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში“, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები