10:39 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

მსოფლიო ჩემპიონის დაჭრა, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება

მსოფლიო ჩემპიონის დაჭრა, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება

ახმეტაში, წუხელ მომხდარი დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

 

წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურსა და ერთ ერთ პირს შორის, სუფრასთან დაიწყო.

 

სიტყვიერი უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ზვიადაური, ცივი იარაღით, გულმკერდის არეში დაჭრეს.

 

მკლავდნენ ბიჭო, ბიტებს გვირტყამდნენ თავში - შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოებები
2020-07-18მკლავდნენ ბიჭო, ბიტებს გვირტყამდნენ თავში - შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოებები

დაჭრილია სპორტსმენის თანმხლები, კიდევ ერთი პირი, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.

 

დაჭრილები ახმეტის რაონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

პირი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონი და მასთან მყოფი მოქალაქე დაჭრა, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +