22:28 | 2020-06-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა – „ჯანმოს“ დირექტორი მსოფლიოს აფრთხილებს

მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა – „ჯანმოს“ დირექტორი მსოფლიოს აფრთხილებს

მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანო გებრეიესუსი აცხადებს.

 

მისი თქმით, 18 ივნისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

„მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა. უამრავ ადამიანს მობეზრდა სახლში ყოფნა და ეს გასაგებიც არის. ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკების გახსნა სურთ.

 

თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

 

 

ინგლისში გარდაიცვალა 13 დღის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
2020-06-19ინგლისში გარდაიცვალა 13 დღის ბავშვი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X