fbpx
10:56 | 2020-10-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

პენიტენციურის ცნობით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა.

 

„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა.

 

მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, ყველაფერს ავხადო ფარდა - რატომ გადაიფიქრა დეკანოზმა სკანდალური წერილის გამოქვეყნება?
2020-09-28მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, ყველაფერს ავხადო ფარდა - რატომ გადაიფიქრა დეკანოზმა სკანდალური წერილის გამოქვეყნება?

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა.

 

მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

 

მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც.

 

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X