17:54 | 2020-05-26 ავტორი: ნინი ტაველიძე

მშობლებს ჩვილი გარდაცვლილი ეგონათ და ცოცხლად დამარხეს (ინდოეთი)

მშობლებს ჩვილი გარდაცვლილი ეგონათ და ცოცხლად დამარხეს (ინდოეთი)

ინდოეთის შტატ გუჯარატში მშობლებმა შეცდომით, ცოცხალი ჩვილი დაკრძალეს. ინფორმაციას indianexpress-ი ავრცელებს.

 

მეორე დღეს ერთ-ერთმა გამვლელმა შემთხვევით ბავშვის ტირილი გაიგონა. ის ახლოს მივიდა და ნახა, რომ იქ ცოცხალი ჩვილი გოგო იყო, რომელსაც მიწა ჰქონდა მიყრილი. მან მეზობლებს შეატყობინა. მათ პოლიცია და სასწრაფო გამოიძახეს.

 

ემიგრანტებს, იტალიაში ცხოვრების უფლების მისაღებად, ხელს დამსაქმებლები უშლიან - რა ღირს „პერმესო“
2020-05-26ემიგრანტებს, იტალიაში ცხოვრების უფლების მისაღებად, ხელს დამსაქმებლები უშლიან - რა ღირს „პერმესო“

 

 

„არ ვიცოდით, ვინ დამარხა ბავშვი ცოცხლად აქ. გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ის გადარჩებოდა. ის იმდენად პატარა იყო, რომ მისი დაჭერა ხელისგულებით შეგვეძლო“,- ამბობს კაცი, რომელმაც ჩვილი იპოვა.

 

ჩვილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიკლინიკის წარმომადგენლებმა, ჩვილი იცნეს, რადგან გოგო წინა დღეს სამშობიაროში ქალმა ორსულობის 24-ე კვირას გააჩინა.

 

პოლიკლინიკაში არ იყო რენიმაცია ახალშობილთათვის, ამიტომ ექიმმა მშობლებს უთხრა, რომ ჩვილი კერძო კლინიკაში გადაეყვანათ.

 

„ძალიან შეშინებულები ვიყავით. ექიმმა გვითხრა, რომ ის კერძო კლინიკაში გადაგვეყვანა. ასეც მოვიქეცით, მაგრამ გზაში ბავშვმა მოძრაობა შეწყვიტა.

 

გვეგონა, რომ დავკარგეთ. ჩემი ცოლი ძალიან ცუდად იყო. ამიტომ, გადავწყვიტეთ იქვე დაკვეგრძალა. ნეტავ გადარჩენილიყო“,- ამბობს ბავშვის მამა.

 

ჩვილი შემთხვევიდან 12 საათის შემდეგ იპოვეს და რენიმაციაში მოათავსეს, თუმცა 30 საათის შემდეგ დაიღუპა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X