18:31 | 2021-11-23 ავტორი: თამარ გონგაძე

მშობლები თაკოს ეუბნებოდნენ, რომ მათ შვილი გაუცოცხლდათ – “გმირის” შემქმნელი, აგვისტოს ომის ფასდაუდებელ გმირებზე საუბრობს

მშობლები თაკოს ეუბნებოდნენ, რომ მათ შვილი გაუცოცხლდათ – “გმირის” შემქმნელი, აგვისტოს ომის ფასდაუდებელ გმირებზე საუბრობს

აგვისტოს ომში 18-19 წლის ბიჭები დავკარგეთ. გმირულად დავკარგეთ! მომხვდურ მტერს სამშობლო არ შეაგინებინეს და სიცოცხლის ფასად, დროშა არ შეაბღალინეს, არ დაიჩოქეს.

VIDEO: აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელში იყო ამათი ბედი“ - როგორ ცხოვრობს დღეს ბავშვი, რომელიც თაკო ფხაკაძის დახმარებით გადაარჩინეს
2021-11-23VIDEO: აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელში იყო ამათი ბედი“ - როგორ ცხოვრობს დღეს ბავშვი, რომელიც თაკო ფხაკაძის დახმარებით გადაარჩინეს

 

ქართველ მეომრებზე, გაზეთი “პრაიმტაიმისთვის”, უკვე პოსტფაქტუმ გაგებულმა საოცარმა ისტორიებმა, შეგვძრა და 21-ე საუკუნეში დატრიალებულმა გმირულმა ამბებმა, ჭრილობები ისევ გაგვიხსნა. ვერ ვიჯერებდით, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ სახლებიდან ვუყურებდით ომის შემზარავ კადრებს, ეს ბიჭები წარმოუდგენელ გმირობებს ჩადიოდნენ.

 

ყველამ კარგად იცით, შინდის გმირების ისტორია. ბიჭები, რომლებსაც მომავალი წინ ჰქონდათ, ისე, რომ ბევრი არც უფიქრიათ, სამჯერ და ოთხჯერ მეტ მტერს, არ ჩაბარდნენ და თავი აიფეთქეს… დაუჯერებლად ჟღერს, ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ეს უკვე ჩვენი ისტორიაა.

 

ამ ბიჭებზე ისეთი ისტორიები შეგროვდა, რომ გაზეთის სტატიებად მოყოლილი ეს გმირული ამბები, წიგნად თავმოყრას ითხოვდა. თაკო ფხაკაძემ ეს ფასდაუდებელი ბიჭები, გმირებად შერაცხა და მათი ბიოგრაფიები წიგნად უკვდავყო.

 

დღეს ამ ბიჭების ცოლებს, მშობლებს და შვილებს წიგნი “გმირი” მაგიდაზე უდევთ და მონატრებული მეომრის გმირობაზე, იქ კითხულობენ ამბავს, რომელიც უკვე ჩვენი ისტორიაა.

მშობლები თაკოს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ წიგნი “გმირით”, მათ შვილი გაუცოცხლდათ.

 

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X