fbpx
16:17 | 2020-05-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მშენებლობას „ანას ბაღთან“ არანაირი შეხება არ აქვს და ვინც ამას აპროტესტებს „უსაქმური ადამიანების ჯგუფია“ – კალაძე 

მშენებლობას „ანას ბაღთან“ არანაირი შეხება არ აქვს და ვინც ამას აპროტესტებს „უსაქმური ადამიანების ჯგუფია“ – კალაძე 

„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. „ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

სააპელაციო სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის განახლების ნებართვა გასცა
2020-04-29სააპელაციო სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობის განახლების ნებართვა გასცა

 

„ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. „ანას ბაღს” არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, „ანას ბაღთან” არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, „ანას ბაღი“ კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება“, – განაცხადა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, თბილისის მერიასთან „ანას ბაღის მცველებისა“ და გარემოსდამცველთა ინიციატივით აქცია იგეგმება.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X