20:30 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

მსახიობი და უფლებადამცველი საბა საჰარი ქუჩაში დაჭრეს

მსახიობი და უფლებადამცველი საბა საჰარი ქუჩაში დაჭრეს

ავღანელი მსახიობი და ქალთა უფლებების დამცველი საბა საჰარი უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

 

44 წლის მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მსახიობის მეუღლე ამბობს, რომ ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, საბა საჰარი დილით სამსახურში მიემგზავრებოდა, როდესაც უცნობმა შეიარაღებულმა პირმა მას ცეცხლი მანქანასთან გაუხსნა. მასთან ერთად იმყოფებოდა ორი მცველი, მძღოლი და ბავშვი.

 

დაჭრილია ასევე დაცვის ორი წევრი, მძღოლი და ბავშვები უვნებლად გადარჩნენ. ცნობილია, რომ საბა საჰარი მუცლის არეშია დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები