18:44 | 2021-04-16 ავტორი: ზურა დვალაშვილი

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა.

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროსაც.

 

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრმა აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საჯარო განცხადების შემდეგ მიიღო, სადაც წულუკიანი ამბობს, რომ ზანგურმა თეატრი დღესვე უნდა დატოვოს.

 

„ძალადაობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არამცთუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. ჩვენ მსხვერპლს ვერასოდეს ვერ ვუსაყვედურებთ იმას რატომ არ იალაპარაკე დროზეო, ეს არ არის არასდროს სწორი და გამართლებული.

 

ვთვლი, რომ შექნილი მდგოამარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მხარემ არამედ მეორემ უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X