13:32 | 2020-07-02 ავტორი: Prime Time

მოზარდებს პოლიცია ასულიერებდა – წყალტუბოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

მოზარდებს პოლიცია ასულიერებდა – წყალტუბოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

წყალტუბოში, შენობის მიტოვებულ ნაწილში ლიფტში ჩავარდნის შედეგად დაღუპული არასრულწლოვანი 17 წლის ნინი სარალიძეა. გოგონა წყალტუბოს საჯარო სკოლაში სწავლობდა.

 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გოგონა მეგობრებთან ერთად პირველ ივლისს, საღამოს სასეირნოდ გავიდა.

 

„ტრაგიკული შემთხვევა მესამე სართულზე მოხდა. იმ ტერიტორიაზე ბნელოდა, გოგოს ფეხი შეუდგამს თუ არა, ჩავარდა“.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა ამოიყვანეს.

 

სათავსოდ ვიყენებთ - გაუქმებულ ლიფტში ჩავარდილი 59 წლის ქალი შემთხვევის დეტალებზე
2020-06-25სათავსოდ ვიყენებთ - გაუქმებულ ლიფტში ჩავარდილი 59 წლის ქალი შემთხვევის დეტალებზე

 

„გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა გამოიყვანეს პირველი სართულიდან. მოზარდები შოკურ მდგომარეობაში იყვნენ და ადგილზე მისული პოლიცია წყლით და წამლით ასულიერებდა“,- უყვებიან „პრაიმტაიმს“.

 

შენობა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა ხუთსართულიანია. ობიექტის ნაწილი მიტოვებული, ხოლო ნაწილში სხვადასხვა ორგანიზაცია არის განთავსებული.

 

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X