22:04 | 2020-08-24 ავტორი: Prime Time

მოვკლავდი და სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში – ვისზე წერს ნიკა გვარამია

მოვკლავდი და სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში – ვისზე წერს ნიკა გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თერჯოლაში მომხდარ შემზარავ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. საუბარია 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე.

 

„ამ მამას მოვკლავდი და სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში. არც მეტი, არც ნაკლები.

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე  მამა დააკავეს
2020-08-24თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მამა დააკავეს

 

გინდა ლინჩის წესი მეძახეთ, გინდა ძალადობისკენ მომწოდებელი, გინდა რაც გინდათ ის. აი ასე, მოვკლავდი და ჩავბარდებოდი პოლიციას. მთელი არსებით მძულს“,- წერს ნიკა გვარამია.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით გარდაცვლილის მშობელი დააკავა.

 

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს.

 

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!