fbpx
11:37 | 2021-01-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოვითხოვ, პირველი არხის საბჭოსგან შენს გადაყენებას! – ნიკა გვარამია არხის დირექტორს მიმართავს

მოვითხოვ, პირველი არხის საბჭოსგან შენს გადაყენებას! – ნიკა გვარამია არხის დირექტორს მიმართავს

თიკო, პირადად მოგმართავ! სამარცხვინო ტექსტია და რატომ იქეცი ვასიკო მაღლაფერიძედ. რატომ იკადრე ეს ტექსტი? რატომ იკადრე, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან არ გამოგიგზავნია ერთი გვირგვინი, – ამის შესახებ „მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირველი არხის დირექტორს მიმართავს.

 

„დაამადლე ახლა ოჯახს, რომ მისი მეგობრები მოვიდნენ, შენ რა კავშირში ხარ თიკო იმასთან, რომ მისი მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები ყვავილებით მივიდნენ? შენ რა კავშირში ხარ ამასთან? პირველი არხი სად იყო?

 

“სამძიმარზე უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე“ - თინათინ ბერძენიშვილი გაბუნიას პასუხობს​
2021-01-18“სამძიმარზე უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე“ - თინათინ ბერძენიშვილი გაბუნიას პასუხობს​

 

ჯულიეტა ვაშაყმაძე არ უნდა დასვენებულიყო პირველი არხის ფოიეში? მე ჩემი არხის ფოიედან და სრულად ჩემი ხარჯებით ეროსი კიწმარიშვილი გავაცილე. არც მისი აშენებული იყო შენობა და არც არაფერი ეკუთვნოდა „რუსთავი 2-ში“, ძალიან სკანდალურად ვიყავით დაშორებულები, მაგრამ ეროსი იყო კიწმარიშვილი და იმსახურებდა, რადგან მან მოიგონა ბრენდი „რუსთავი 2“, უნიჭიერესმა კიწმარიშვილმა. ჩვენი ფოიედან გავასვენეთ, რადგან ნამუსი, წესიერება და საზოგადოება მოითხოვდა ამას. ეს რომ არ გამეკეთებინა, არაკაცი და ბოლო ადამიანი ვიქნებოდი. ჩემი ინიციატივით გავაკეთე.

 

ნამუსი გაქვს საერთოდ, ჯულიეტა ვაშაყმაძეს გვირგვინი როგორ არ გაუგზავნე?! როგორ იკადრე ეს დირექტორმა და ეს ტექსტი როგორ იკადრე საერთოდ გოგო?! როგორ გადაიქეცი ვასიკო დამპალ მაღლაფერიძედ. როგორ ჩაჯექი კორუფციაში, ციხეა შენი ბოლო ადგილი ვასიკოსთან ერთად.

 

ნაძირალა-თქო როგორ გითხრა შენ, რომელმაც თავისით მიაღწიე ყველაფერს. ოჯახს ამადლი რომ მისი მეგობრები მივიდნენ ყვავილებით?

 

ცუდი ქცევებით, მაგრამ ყველაფერს შენით მიაღწიე, ახლა ხარ ნული და არარაობა. მოვითხოვ, პირველი არხის საბჭოსგან შენს გადაყენებას. იმიტომ, რომ ხარ არარაობა. სამარცხვინო გოგო ხარ, უნდა წახვიდე“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X