18:44 | 2021-05-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მოვემზადოთ“ – როდის აანონსებს გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის მეოთხე ტალღას

„მოვემზადოთ“ – როდის აანონსებს გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის მეოთხე ტალღას

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის მეოთხე ტალღას საქართველოში სექტემბრის ბოლოს აანონსებს.

 


„იმედი არის, რომ ამ თვის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება. როგორც ახასიათებს – რაც შარშან მოხდა. იმედია, მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და მაჩვენებლები დაიწევს, რაც ძალიან კარგი იქნება. 

 

მშვიდობით, ძალიან მომენატრები - ერეკლე დეისაძეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა
2021-05-16მშვიდობით, ძალიან მომენატრები - ერეკლე დეისაძეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა

 

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში, ვირუსი მაინც არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ესაა რეალობა და ვერ ავცდებით. 

 

ახლა მილიონი ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით, რადგან ამას რომ ავცდეთ, მოზრდილი მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი. შესაბამისად, მოეზმადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ ფეისბუკის პირდაპირ ჩართვაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X