15:42 | 2020-09-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან დარღვევების გამო გაშვებული თანამშრომელი პოლიტიკურ შოუს გეგმავს – „ქართული ოცნება”

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან დარღვევების გამო გაშვებული თანამშრომელი პოლიტიკურ შოუს  გეგმავს – „ქართული ოცნება”

„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მანველიძემ მთავრობის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომელი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ძალებთან კავშირში დაადანაშაულა.

 

როგორც გიორგი მანველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მძიმე ადმინისტრაციული დარღვევებისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული პირი გარკვეული თანხის სანაცვლოდ პოლიტიკური შოუს დადგმას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აპირებს.

 

„აჭარის პარტიის ორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან მძიმე ადმინისტრაციული დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას, თითქოს ისინი ტოვებენ ქართული ოცნების რიგებს და ცდილობენ ამით შექმნან ჩვენთან პრობლემების არსებობის ყალბი ილუზია.

 

მათ ასევე ჰქონდათ მცდელობა, ჩვენს რიგებში მოესყიდათ ადამიანები, გადაეხადათ მათთვის საკმაოდ სოლიდური თანხა და სანაცვლოდ ეს ადამიანები გამოეყენებინათ თავიანთ სცენარში, რაზეც მიიღეს უარი და შესაბამისად ჩვენც მივიღეთ ეს ინფორმაცია.

 

ვაფრთხილებთ ყველას !! მოვახდენთ ყველა იმ სუბიექტის ლუსტრაციას ვინც კი შეეცდება ასეთი ბინძური მეთოდებით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X