fbpx
19:50 | 2020-12-30 ავტორი: Prime Time

მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას – გახარიამ ვაშინგტონიდან ოფიციალური მილოცვა მიიღო

მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას – გახარიამ ვაშინგტონიდან ოფიციალური მილოცვა მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

 

მილოცვა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახლად დამტკიცებულ მთავრობას ვულოცავ პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, – ნათქვამია მილოცვაში.

 

ავტორი: Prime Time
X