fbpx
09:45 | 2020-09-29 ავტორი: Prime Time

მოსწავლეებში კორონავირუსის ახალი სიმპტომი იპოვეს

მოსწავლეებში კორონავირუსის ახალი სიმპტომი იპოვეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 18-წლამდე ასაკის ბავშვების მესამედი, COVID-19-ით დასნებოვნების შემთხვევაში, მადას კარგავს. ისინი საკვებზე უარს ამბობენ, მაგრამ არ ავლენენ კორონავირუსის სხვა კლასიკურ სიმპტომებს.

 

თუ თქვენმა შვილმა მოულოდნელად სასკოლო სადილის გამოტოვება დაიწყო და სახლშიც საკვები დაგიტოვათ, შესაძლოა ეს კორონავირუსის სიმპტომი იყოს – ვარაუდობენ ​ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარები.

 

6 გადაწყვეტილება, რომელიც სწავლის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ
2020-09-296 გადაწყვეტილება, რომელიც სწავლის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ

მეცნიერები მშობლებს და მასწავლებლებს სთხოვენ უფრო ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვების მადას. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს არ სურს სკოლაში წახემსება ან სახლში სადილის მირთმევა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად კორონავირუსით დაინფიცირდა, მაგრამ საკვებზე კატეგორიული უარი შესაძლოა საფრთხილო იყოს.

 

დასკვნები ბრიტანელმა მეცნიერებმა, სპეციალური მობილური აპლიკაციის დახმარებით, ასობით ინფიცირებულ ბავშვზე დაკვირვებით გააკეთეს. დადგინდა, რომ მათ დიდ ნაწილს კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები – ხველა, სუნისa და გემოს დაკარგვა და სიცხე არ აღენიშნებოდა.

 

ყველაზე ხშირად COVID-19-ით ინფიცირებული ბავშვები კარგავდნენ მადას, სტკიოდათ თავი ან გრძნობდნენ სისუსტეს.

 

დაკვირვებამ ასევე აჩვენა, რომ ინფიცირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების 15%-ს კანზე ძლიერი ქავილის გამომწვევი გამონაყარი გაუჩნდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X