08:44 | 2020-04-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მოსკოვში სამ მართლმადიდებელ მღვდელს Covid-19 დაუდგინდა

მოსკოვში სამ მართლმადიდებელ მღვდელს Covid-19 დაუდგინდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მართლმადიდებელი ეკლესიის სამ მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეჭვობენ, რომ კორონავირუსი შეიძლება კიდევ ორ სასულიერო პირს ჰქონდეს და ახლა მათი გამოკვლევის პასუხს ელიან.

 

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსის 5 389 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულთა რიცხვმა კი 45-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 355 პაციენტი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X