fbpx
17:38 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

მოსამართლე გარდაცვლილისთვის სასჯელის გადავადებას განიხილავს – გახმაურებულ საქმეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

მოსამართლე გარდაცვლილისთვის სასჯელის გადავადებას განიხილავს – გახმაურებულ საქმეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლო ნარკოდანაშაულის გახმაურებულ საქმეში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძისთვის სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს.

 

სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს პატიმრის ადვოკატმა მიმართა, თუმცა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა საქმის განხილვა სექტემბრამდე გადადო.

 

პროცესი 12 სექტემბერს ჩაინიშნა, თუმცა მსჯავრდებული ირაკლი ქორიძე გასულ კვირას, მძიმე ავადმყოფობით უკვე გარდაიცვალა.

 

მას მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა დასმული და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

ირაკლი ქორიძე საქართველოში გახმაურებული ნარკოდანაშაულის საქმის ფიგურანტი გახლდათ, სადაც ასევე ფიგურირებს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე „ბახალას“ სახელი.

 

Exclusive: რა ხდებოდა ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესზე - მოწმეთა ჩვენებები
2020-06-06Exclusive: რა ხდებოდა ლაშა შუშანაშვილის სასამართლო პროცესზე - მოწმეთა ჩვენებები

 

საქმის დეტალების შესახებ მაშინ საგამოძიებო ორგანომ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

 

„გამოძიებით დადგინდა, 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები.

 

შეთანხმებისამებრ, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის დაფინანსებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში, მან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 900-მდე აბი, სხვადასხვა ზომის ნატეხები და ფხვნილი.

 

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში ფარულად შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

 

2017 წლის 25 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჯაბა ხულორდავას პირადი და ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები”.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X