18:20 | 2020-08-29 ავტორი: Prime Time

მოსალოდნელია თუ არა ეპიდსიტუაციის გართულება აჭარაში – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგნოზი

მოსალოდნელია თუ არა ეპიდსიტუაციის გართულება აჭარაში – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგნოზი

29 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტია მოთავსებული. ინფიცირებულთა უმრავლესობას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა შიდა გავრცელების რამდენიმე შემთხვევა ბათუმსა და ქობულეთშიც დაფიქსირდა.

როგორი ეპიდსიტუაციაა აჭარაში, რა პრევენციულ ზომებს ატარებენ და წარმოადგენს, თუ – არა საფრთხეს ტურისტებისთვის აჭარაში დასვენება, ამ კითხვებზე პასუხისთვის „პრაიმტაიმი” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ რუსუდან შავიშვილს დაუკავშირდა.

 

„დღევანდელი დაიჯესტი შემდეგნაირად გამოიყურება. ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და აქედან სამი იმპორტირებულია. ეს შემთხვევები კარანტინის დასრულების დროს, გეგმიურ შემოწმებისას, გამოვლინდა. ანუ შემოვიდნენ პროტრომალურ პერიოდში. ეს იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად კარანტინის
თემა. ამას მინდა გავუსვა ხაზი.

 

დღევანდელი მდგომარეობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 პაციენტია. გამოჯანმრთელების კარგი ციფრი გვაქვს, შვიდი გაეწერა. ტესტირების რაოდენობა იმატებს და უკვე გუშინდელი დღის განმავლობაში 1207-მა გაიარა.

 

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გააქტიურებულია ხალხის მოძრაობა, თავმოყრა, დაზღვეულები არ ვართ. ეს მოლოდინები გვქონდა. განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში, ბათუმშიც და ქობულეთშიც. ამიტომ 20 აგვისტოდან გარეპერიმეტრზე ტესტირება დავიწყეთ, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო დამსვენებლებისთვის, კომფორტი შექმნოდათ და არ მისულიყვნენ სამედიცინო დაწესებულებაში. თვითონ კი არ მოვიდნენ, ჩვენ მივედით მათთან. ორ ლოკაციაზე, ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე და „აჭარულ სახლთან”, ასევე ქობულეთში ერთ ლოკაციაზე, გაიშალა კარვები.

 

ნებისმიერ მსურველს, ტურისტსა თუ ადგილობრივს, დღის განმავლობაში შეუძლია მივიდეს და უფასოდ ჩაიტაროს პისიარ ტესტირება. ეს არ გახლავთ სწრაფი, ეს არის ოქროს სტანდარტის სრული კვლევა. გამოკვლეულთა რიცხვი 700-ს უახლოვდება. უნდა გამოვაკლოთ ის დღეები, როცა კოკისპირული წვიმები იყო და იმ დროს ბუნებრივია, ადამიანები ვერ ახერხებდნენ მისვლას. ეს აქტივობა გაგრძელდება მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში.

 

„ეკლესია ოჯახს ეუბნება: ღმერთმა სატანასთან გაუშვაო“ - 11 წლის გარდაცვლილის შესახებ ბასილ კობახიძე საუბრობს
2020-08-29„ეკლესია ოჯახს ეუბნება: ღმერთმა სატანასთან გაუშვაო“ - 11 წლის გარდაცვლილის შესახებ ბასილ კობახიძე საუბრობს
კარავში ტესტირების დროს გამოვლინდა ერთი შემთხვევა ბათუმში, ადგილობრივი, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის კონტაქტი. იცით, რომ ეპიდკვლევა ითვალისწინებს არა უშუალოდ პირველად კონტაქტს, არამედ იმ კონტაქტის კიდევ კონტაქტს. ერთი ადამიანის უკან შეიძლება გაიშალოს 50 და ზოგჯერ 100 ადამიანიც. გააჩნია რამდენად კომუნიკაბელური ადამიანია. ეს ძალიან რუტინული შრომაა.

 

აჭარაში გამოვლენილი ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია. პარალელურად ძალიან გვინდა, რომ ტესტირება ჩავუტაროთ ღია ტიპის კაფეების, ბარების, რესტორნებისა და ბუნგალოების თანანშრომლებს. მაგრამ არ მოდიან შემხვედრ ნაბიჯებზე მენეჯერები. ამ დაწესებულებების თანამშრომლებში გრადაცია შემოვიდა, ის ადამიანები იტესტებია, რომლებსაც უშუალო კონტაქტში აქვთ მომხმარებლებთან. ამის განსაზღვრის საშუალება მივეცით მათ.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ავითვისოთ ეს კონტინგენტი. ეს არის ნებაყოფილობითი და კვირაში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ თანამშრომლებს ტესტირება. აუცილებელია მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ აღნიშნული დაწესებულებების მფლობელებმა. ამ ეტაპზე აღნიშნული დაწესებულებების თანამშრომლების 176 ტესტია გაკეთებული, თუმცა სასურველია რომ ეს ციფრი იყოს უფრო მაღალი.

 

ძალიან მინდა გაუსვათ ხაზი და დაწეროთ, რომ პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვან პირობად იყო, არის და რჩება ნიღაბი, დისტანცირება და ჰიგიენის წესების დაცვა. გადაკოცნის მომენტი არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და უნდა მოვერიდოთ.

 

ძირითადად გვაქვს კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები. ე.წ. „ჰავანას” კლასტერი აღარ არსებობს. რაც შეეხება საოჯახო სასტუმროს და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლის კლასტერებს, ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშაა ეს შემთხვევები. კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში. რაც მთავარია, „ჰავანა” და ეს საოჯახო სასტუმრო არ იყო ერთმანეთთან ფიზიკურად კავშირში, დიდი მანძილით არიან დაშორებული.

 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული, ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
2020-08-29შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული, ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია აჭარაში კონტროლს ექვემდებარება. ამას ემატება საზღვრებზე ძალიან სერიოზული ეპიდზედამხედველობა. ეს უმნიშვნელოვანესია ისევე, როგორც საკარანტინო სივრცეების მართვა. ეს საერთოდ ახალია. ამის ისტორიული გამოცდილება არ არსებობს. ვთვლი, რომ კარგად გავართვით თავი.

 

ეპიდსიტუაცია არ გახლავთ საგანგაშო, მაგრამ გახლავთ საყურადღებო. სანამ პანდემია არ დასრულდება, თუნდაც ინფიცირების შემთხვევები საერთოდ არ გვქონდეს აჭარაში, მაინც ცირკულირებს ვირუსი და უნდა ვიყოთ ყურადღებით, სიფრთხილე გვმართებს. ეს არის ომი და ჩვენ ამ ბრძოლებს ვიგებთ “- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +