fbpx
17:02 | 2021-01-15 ავტორი: ამუკა ქორიძე

“მოსალოდნელია, რომ შემდეგ 3 კვირაში 90 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს” – აშშ-ის დაავადებათა კონტრილისა და პრევენციის ცენტრი

“მოსალოდნელია, რომ შემდეგ 3 კვირაში 90 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს” – აშშ-ის დაავადებათა კონტრილისა და პრევენციის ცენტრი

ახალი წლის პირველ ორ კვირაში, 38 000-ზე მეტი ამერიკელი კორონავირუსით უკვე გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

დაავადებათა კონტრილისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, შემდეგი სამი კვირისთვის მოსალოდნელია, რომ 92 ათასი ადამიანი, კვლავ დაიღუპოს. მიუხედავად, Covid – 19-ის ვაქცინაციის პროგრამის დაწყებისა, აშშ-ს პანდემიურ კრიზისში ყოფნა ჯერ კიდევ უწევს.

 

მეცნიერების თქმით, ქვეყანაში, მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდება. მათი კვლევების მიხედვით, ადამიანთა სიცოცხლის მაჩვენებელი იმაზე დაბლა დაიწევს ვიდრე, 2003 წლის შემდეგ, სახელმწიფოში ოდესმე ყოფილა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ყურადღება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზეა მიმართული, ვაშინგტონსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, კორონავირუსით ინფიცირების შემთვევების საერთო რაოდენობა ვირუსის გავრცელებიდან, ამაზე მაღალი არასდროს ყოფილა. გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად აშშ-ში, ასობით ათასი ინფიცირების შემთხვევების აღრიცხვა ხდება. იანვრის დასაწყისიდან, აშშ-ში, ვირუსის 3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

Covid-ის მონიტორინგის პროექტის“ დღევანდელი მონაცემების მიხედვით, აშშ-ში, კორონავირუსზე ტესტი ორ მილიონ ადამიანს გაუკეთდა. ინფიცირებულთა 223 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, 128 947 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 3 915 კი, გარდაიცვალა.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X