21:11 | 2020-03-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოსალოდნელია არასაიმედო გამოსავალი! – რამდენ პაციენტში ელოდებიან გართულებას

44 პაციენტში ჯერჯერობით 4 კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი ასაკოვანი ქალბატონია. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.

 

„44 პაციენტია საქართველოში დადასტურებული, ორი პაციენტია აჭარაში. სამი პაციენტი დადასტურდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ოთხი პაციენტი იმყოფება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, თუ არ ვცდები, სამი არის საჩხერის კლინიკაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 44 პაციენტში ჯერჯერობით, 4 კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ძირითადად ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“,- განაცახადა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 44 პაციენტია. აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში სულ 1925 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X