18:55 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

მოსახლეობის 60-70% შესაძლოა, დაინფიცირდეს – ანგელა მერკელი

მოსახლეობის 60-70% შესაძლოა, დაინფიცირდეს – ანგელა მერკელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მოსახლეობის 60-70% შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდეს. ამის შესახებ „Independent“-ი წერს.

 

ეს განცხადება კანცლერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იგი ასახელებს ექსპერტებს, რომლებმაც გააფრთხილეს, რომ ვირუსი, შესაძლოა, ბევრ ადამიანზე გავრცელდეს.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ვრცელდება, მოსახლეობას მის მიმართ არ აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და არც ვაქცინა არ არსებობს, მოსახლეობის 60-70% შესაძლოა, დაინფიცირდეს“,- თქვა მერკელმა.

 

როგორ მერკელი ამბობს, მთავრობა არ აპირებს საზღვრის ჩაკეტვას ევროპის ქვეყნებთან. იგი ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მიმართონ თვითიზოლაციას.

 

ცნობისთვის, გერმანიაში ამ დროისთვის 1296 ვირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილი კი 2 ადამიანია.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X