11:04 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ათენის მერს ყავა შეასხეს

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ათენის მერს ყავა შეასხეს

ათენის მერის, კოსტას ბაკოიანის აგიოს პავლოს სკვერში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა.

 

ბაკოიანისს წყალი და ყავა შეასხეს,რის შემდეგაც მერმა იქაურობა პოლიციის ესკორტის თანხლებით დატოვა.

 

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ინციდენტზე კომენტარი გააკეთა:

 

„ადგილობრივ საზოგადოებას იქ არსებულ პრობლემებზე გავესაუბრეთ. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვწყვეტთ პრობლემებს, ყავა არაფერს აგვარებს. კოფეინი იწვევს ნერვების მოშლას“ – წერს ბაკოიანი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X