01:18 | 2020-03-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში – პაატა იმნაძე

მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში – პაატა იმნაძე

მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„სიმართლე გითხრათ, ვერ ვადევნებ თვალ-ყურს ვერც მედიას. იმართება რაღაც დისკუსიები. მეჩვენება, რომ უბრალოდ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ჯერ იყო ჩინელებზე იყო რაღაც, ასე ვთქვათ და კიდევ კარგი, რომ მაშინ მედიას სწორი პოზიცია ეკავა, მგონი და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ყველა ამ თემებთან“, – განაცხადა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, არ შეიძლება, ეკლესიასთან საბჭოთა პერიოდის მსგავსი მეთოდებით ბრძოლა.

 

„საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ მეც არ მოვსწრებივარ, კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო ასეთი – მებრძოლ ღვთისმგმობთა ავშირი თუ რაღაც. აი, იმ მეთოდებით არ შეიძლება უბრალოდ ეკლესიასთან ბრძოლა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები