11:24 | 2020-04-15 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სახლში დარჩენა მორწმუნესთვის რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი – კახა კალაძე

სახლში დარჩენა მორწმუნესთვის რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ და სხვების ჯანმრთელობისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

 

როგორც დედაქალაქის მერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, მორწმუნე ადამიანის „სახლში დარჩენა, მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი“.

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისია მოყვასზე ზრუნვაა, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი.

 

ყველა მორწმუნეს მინდა მოვუწოდო დარჩეს სახლში და ილოცოს სხვების ჯანმრთელობისთვის სხვების სიცოცხლისთვის“, – თქვა ვიდეომიმართვაში დედაქალაქის მერმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X