fbpx
00:05 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

მორიგი ტყუილი, ცილისწამება, სამარცხვინოა! – ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

მორიგი ტყუილი, ცილისწამება, სამარცხვინოა! – ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სხვადასხვა ტელევიზიებში, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები არასწორია.

 

„განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია ჩემსა და ჩემი საქმიანობის შესახებ.

როგორ იზეიმეს ქართველმა ქალმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა (ვიდეო)
2020-11-19როგორ იზეიმეს ქართველმა ქალმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა (ვიდეო)

 

ჩემთვის, მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მესმის ტელეარხებიდან.

 

აღნიშნული ერთადერთ რამეს, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ემსახურება.

 

წარმოუდგენელია ასეთი დოზით დეზინფორმაციის გავრცელება!

 

ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

 

ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. სამარცხვინოა!“ – წერს კობიაშვილი.

ავტორი: Prime Time
X