fbpx
16:16 | 2020-09-04 ავტორი: Prime Time

მორგში ნაპოვნი და სასწაულებრივად გადარჩენილი ქართელი ბიჭის მძიმე ისტორია

მორგში ნაპოვნი და სასწაულებრივად გადარჩენილი ქართელი ბიჭის მძიმე ისტორია

მაშინ ლევან ბლუიშვილი 19 წლის ბიჭი იყო… აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა და მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა.

 

ის ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, აფხაზური დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდა და მძიმედ დაიჭრა… თავდაპირველად მკვდარი ეგონათ და გაგრაში, მორგში გადაუყვანიათ. თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს.

 

ბიჭებს ლევანის დედაც ახლდათ, შვილის „ცხედარი“ რომ ამოეცნო. გულმოკლულმა დედამ შვილის კისერზე სიცოცხლის ფეთქვა შენიშნა…

 

მძიმედ დაჭრილი სასწრაფოდ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოაფრინეს.

 

ლევან ბლუიშვილი:

 

– ომში „შავნაბადას“ ბატალიონის შემადგენლობაში წავედი… 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაში, კოლხიდაში, შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ  რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა.

 

ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ…

 

„ბევრის მაგივრად გაწირული სიცოცხლე“ - გურული დღიურების ფონდი გიორგი ანწუხელიძის შვილებს სტიპენდიას გადასცემს
2020-08-24„ბევრის მაგივრად გაწირული სიცოცხლე“ - გურული დღიურების ფონდი გიორგი ანწუხელიძის შვილებს სტიპენდიას გადასცემს

 

ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა. ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი – 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის – სნაიპერის ნასროლი.

 

როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, „აკაემის“ ავტომატიდან მთელი ჯერი გადამატარეს…

 

რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა… სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო…

 

გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც – რამდენიმე წუთით. ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება. ღმერთმა სიცოცხლე მაჩუქა და მითხრა, უნდა იცოცხლოო და ვცოცხლობ“, – იხსენებს ვეტერანი.

 

ლევან ბლუაშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ დაკარგა მარცხენა ხელი და დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელის თითები, ქვედა კიდურების დაზიანების გამო უჭირს გადაადგილებაც. უამრავი ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ მისი ბოლომდე რეაბილიტაცია ვერ მოხდა.

 

აფხაზეთის ომის ნაკლებად ცნობილ გმრის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა და რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X