20:56 | 2020-04-19 ავტორი: ალექსი ქამადაძე

video: მოქალაქეები, რომლებიც კორპუსის ეზოში ქეიფოდნენ, პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

video: მოქალაქეები, რომლებიც კორპუსის ეზოში ქეიფოდნენ, პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თბილისში, ვარკეთილში, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

ერთ-ერთი ადგილობრივი „პარიმტაიმთან“ საუბრისას ყვება, რომ მამაკაცები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ქეიფოდნენ, რა დროსაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, თუმცა მოქალაქეებმა  პოლიციის მითითებები არ შეასრულეს დასამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის ფარგლებში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის აკრძალულია სამზე მეტის პირის შეკრება და ღია სივრცეში აუცილებელია 1.5 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მომხდარზე სულ დაკავებულია 6 პირი, მათ შორის 2 მოქალაქე სსკ-ის 353 მუხლით, (რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე) და 4 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Gepostet von Qeti Baqradze am Sonntag, 19. April 2020

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები