17:29 | 2020-06-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც კახა კალაძეს დაუპირისპირდა პოლიციაში გამოკითხეს 

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც კახა კალაძეს დაუპირისპირდა პოლიციაში გამოკითხეს 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი კახა კვეკვესკირი, რომელიც გუშინ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ვარკეთილის მესამე რეაბილიტირებული სკვერის გახსნისას დაუპირისპირდა, ძველი თბილისის პოლიციაში გამოკითხეს.

 

კახა კალაძის საჩუქარი მოქალაქეს
2020-06-06კახა კალაძის საჩუქარი მოქალაქეს

 

მოქალაქის მტკიცებით, კალაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია.

 

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა და განმარტა, რომ მოქალაქემ სავარუდოდ, მაისური თავად შემოიხია და მას შავი მაისური აჩუქა, რომელზეც ამ მოქალაქის მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოა გამოსახული.

 

„სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია მაისური, ამიტომაც ერთ მაისურს მას, მეორეს კი „მთავარ არხს“ გადავცემთ საჩუქრად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X