12:16 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

მონასტრებში აიკრძალა მომლოცველთა მისვლა: მამა თეიმურაზი მრევლს მიმართავს – რას წერს საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მღვდელი

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი იქ მყოფ ქართველებს საგანგებო განცხადებით მიმართავს და წერს:

 

„მორწმუნეთა საყურადღებოდ!

 

საბერძნეთის მთავრობამ, განათლებისა და ჯანმრთელობის მინისტრების ინიციატივით, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით იკრძალება თავშეყრის ადგილებში ყოფნა. რადგან ეკლესია ოფიციალურად სახელმწიფოს იურიდიული პირია, ამიტომ ეს აკრძალვა მასზეც ვრცელდება. კერძოდ:

 

30 მარტამდე ტაძრებში არ ჩატარდება მწუხრი, ცისკარი, წირვა. ტაძრები იქნებიან ღია, მორწმუნე ადამიანს შეეძლება შევიდეს, სანთელი დაანთოს და თავისთვის ილოცოს. თუკი ტაძარში მეორე ადამიანიც შევა, მათ შორის მანძილი არაუახლეს 2 მეტრი უნდა იყოს. ტაძარში (ალბათ საკათედროში) წირვა ჩატარდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ გადაიცეს ტელევიზიით.

 

მონასტრებში აიკრძალა მომლოცველთა მისვლა.

 

ბევრს შეიძლება ეს აკრძალვები ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ როგორც მეცნიერები ამბობენ, ასე სწრაფად და მარტივად გადამდები ვირუსი კაცობრიობას აქამდე არ ახსოვს. ზიარებით რათქმა უნდა არ ხდება ვირუსის გადადება, მაგრამ საზიარებლად ჩვენ მოვდივართ სახლებიდან, ზოგი შორიდან, ზოგი ახლოდან, გზაში ვხვდებით ბევრ ადამიანს, რომლებმაც შეიძლება ჩვენ გადმოგვდონ, შეიძლება ჩვენ მათ გადავდოთ და ამიტომ მაინც ჯობია ვიყოთ კანონმორჩილნი და თავი შევიკავოთ სახლიდან გამოსვლაზე.

მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ ჩემო კარგო თანამემამულენო.

 

P.S. ექიმების თქმით ძლიერ სხეულს ეს ვირუსი ვერ ერევა. თუკი ატყობთ, რომ მარხვით თქვენი სხეული სუსტდება და სურვილიც გექნებათ, გაძლევთ კურთხევას რძის პროდუქტების მიღებაზე.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი