fbpx
18:53 | 2020-10-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მომწერა, შენი შვილი წააბრძანე ჩვენი სკოლიდანო – რას ედავება მშობელი სამუსიკო სკოლას

მომწერა, შენი შვილი წააბრძანე ჩვენი სკოლიდანო – რას ედავება მშობელი სამუსიკო სკოლას

თბილისის მერიასთან დაქვემდებარებული სამუსიკო სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ სკოლა გაცდენილი თვის საფასურის გადახდას ითხოვს.

 

მშობლის თქმით, მას სკოლის დირექტორის მოადგილე დაუკავშირდა და სექტემბრის თვის თანხის გადახდა მოსთხოვა.

 

მშობელი სკოლის წარმომადგენელთან პირად მიმოწერაზე საუბრობს და პრეტენზიის დეტალებს უყვება.

 

„ალოიზ მიზანდარის სახელობის N1 სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილე დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ სექტემბრის თვის გადასახადს თუ არ გადავიხდიდი, ბავშვს მათი დაწესებულებიდან ამორიცხავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილები არ ტარდება.

 

როცა ვუთხარი, რომ სწავლა ოფიციალურად ყველა სასწავლებელში 1-ლ ოქტომბრამდე გადაიდო-მეთქი, მითხრა თქვენი შვილის პედაგოგს ონლაინ გაკვეთილები ჩაატარებინეთო. არავის უკითხავს სახლში ინსტრუმენტი გვქონდა თუ არა, ან ონლაინ გაკვეთილები გვინდოდა თუ არა. მეუბნება, რომ თანხა უნდა ჩარიცხოო, თუმცა გაკვეთილების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

 

ამ ამბავმა მაშინ მთელი თბილისი შეძრა... ისინი ცნობილი ოჯახებიდან იყვნენ - თბილისის ზღვის ცნობილი ტრაგედია
2020-10-06ამ ამბავმა მაშინ მთელი თბილისი შეძრა... ისინი ცნობილი ოჯახებიდან იყვნენ - თბილისის ზღვის ცნობილი ტრაგედია

 

პედაგოგს დავუკავშირდი და ვკითხე, თუ შეიძლება, როცა სასწავლო პროცესი განახლდება, დამატებითი გაკვეთილები დანიშნოთ-მეთქი?! მიპასუხა, მეტი საქმე არ მაქვს, ყოველდღე სამსახურში ვიაროო.

 

ჩემი კითხვები და შენიშვნები დირექტორის მოადგილეს არ მოეწონა. ამიტომ მომწერა, შენი შვილი წააბრძანე ჩვენი სკოლიდანო. საქმე იმაშია, რომ პანდემიის დასაწყისამდე, სასწავლო სემესტრის თანხა სრულად გადახდილი მქონდა. დირექტორის მოადგილემ მომწერა, რომ ის მერიაში გაარკვევდა, ჩემი გადახდილი თანხა როგორ უნდა გამოეთხოვა, რათა დაებრუნებინა უკან. თან „მირჩია” ჩემი შვილი წამეყვანა ამ დაწესებულებიდან.

 

ეს არის ძალიან ცუდი დამოკიდებულება და უსამართლობა. მე არ მაქვს პრობლემა გადავიხადო სკოლის ფული, მაგრამ ის მაინც უნდა ვიცოდე, რაში ვიხდი. მირჩევნია, უმიზნოდ თანხის გადახდას, გაჭირვებულს დავეხმარო. ასევე, ჩემი შვილისგან განსხვავებით, არიან ისეთებიც, ვისაც სახლში პიანინო არ აქვს და ონლაინ გაკვეთილებიც ვერ ჩაუტარდება.

 

ასევე, სექტემბერი იწურება და რაში გვთხოვენ ამ თანხას, არ ვიცი. სკოლაში ამბობენ, რომ ეს მერიის ბრძანებაა. თუმცა, ბრძანების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. მაქვს ეჭვი, რომ მერიაში არც კი იციან, რა ხდება მათ დაქვემდებარებულ სკოლაში. ეს უსამართლო დამოკიდებულებაა.“ – აცხადებს მშობელი. 

 

„პრაიმტაიმი” საზანდარის სკოლის დირექტორის მოადგილეს დაუკავშირდა. როგორც ის განმარტავს, მშობლები იხდიან გადასახადს, რომელიც სასწავლო პროცესის დროს, დამატებითი გაკვეთილების სახით ანაზღაურდება. ბავშვის სასკოლო დაწესებულებიდან „წაბრძანების” თაობაზე კი ამბობს, რომ მისი ნათქვამი მშობელმა არასწორად გაიგო…

 

წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია! - კორონავირუსით ინფიცირებული ტელეწამყვანი საზოგადოებას მიმართავს
2020-10-06წყურვილი ერთგვარი განგაშის სიგნალია! - კორონავირუსით ინფიცირებული ტელეწამყვანი საზოგადოებას მიმართავს

 

სასწავლო პროცესში წყვეტა არ უნდა იყოს, წლიური სასწავლო საფასური 500 ლარია. მათთვის, ვინც ონლაინ სწავლებას ვერ ახერხებს, ოქტომბრის თვეში 8 გაკვეთილის ნაცვლად, 12 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

 

– მერიის ინფორმაციით, 15 სექტემბრამდე სწავლა არ უნდა დაწყებულიყო. მშობლისა და სკოლის შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელი იყო, ონლაინ გაკვეთილების ჩატარება… მშობლებს არჩევანის საშუალება მისცეს, მაშინ რატომ ითხოვთ სექტემბრის თვის გადასახადის გადახდას?

 

– მასწავლებლებს ივლისსა და აგვისტოში, ხელფასები არ ერიცხებათ, მაშინ რა გადავუხადოთ მათ სექტემბერში? ამ შემთვევაში, პედაგოგი უხელფასოდ რჩება. ამიტომ, დამატებითი გაკვეთილების ჩატარების ხარჯზე ანაზღაურდება მშობლის გადახდილი თანხა. 1-ელ ოქტომბერს სწავლა იწყება.

 

– სკოლამ თუ უზრუნველყო პედაგოგებისთვის სასწავლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარების პროგრამული უზრუნველყოფა?

 

– საჯარო სკოლისგან განსხვავებულები ვართ – აქ ინდივიდუალური გაკვეთილებია. მოსწავლე ეხმიანება მასწავლებელს და ტარდება გაკვეთილი, მე მაგალითად ასე ძალიან ბევრ გაკვეთილს ვატარებ.

 

– მოსწავლეებს, რომლებსაც სახლში ინსტრუმენტი არ აქვს, ონლაინ სწავლება როგორ უნდა მოხდეს?

 

– მათთვის დამატებითი გაკვეთილები სკოლაში ჩატარდება. დღიურში უნდა ვაწარმოოთ, ჩატარდა თუ დისტანციური გაკვეთილები. მერე მე უნდა დავთვალო, ეს ჩემთვის ზედმეტი თავის ტკივილია, მაგრამ არც მშობელი და არც პედაგოგი წაგებული არ უნდა იყოს.

 

ბავშვს, რომელსაც გადახდილი ჰქონდა თანხა, მაგრამ სკოლიდან გავიდა, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საკითხი მერიამ უნდა მიიღოს, რადგან ეს ხაზინაა და ხაზინიდან თანხის გასვლას ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ.

 

– მშობელს ურჩევთ, ბავშვი სკოლიდან წააბრძანოს… 

 

– ეს ფრაზა დაიწერა იმიტომ, რომ მშობელს თუ არ მოსწონს ჩვენი პირობები, მან სკოლიდან შვილი უნდა წაიყვანოს. მესმის, რომ პანდემიის ფონზე, ისტერიკაა, მაგრამ შეურაცხყოფა არ უნდა მოგვაყენონ. მშობელმა თქვა, გაჭირვებულს გადავცემ თანხასო, ეს ჩემი დამცირებაა, მე და პედაგოგი გაჭირვებულები ვართ? ალბათ, მშობელმა არასწორად გაიგო ჩვენი ნათქვამი.” – ამბობს თინათინ ცაგარეიშვილი.

 

როგორ გახსოვთ ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“
2020-10-05როგორ გახსოვთ ქართული ფილმი „იმერული ესკიზები“

 

„პრაიმტაიმი” თბილისის მერიის კულტურის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თუ მშობლის თანხმობით ტარდებოდა დისტანციური გაკვეთილი, შესაბამისად ანაზღაურდება მისი საფასური და ეს სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულებით რეგულირდება.

 

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სახელოვნებო სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, არ დაეშვათ სასწავლო სივრცეში მოსწავლეები და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, 15 სექტემბრიდან, დისტანციურ რეჟიმში დაეწყოთ სასწავლო პროცესი.

 

აღსანიშნავია, რომ სკოლებისთვის მოსწავლესთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე არანაირი რეკომენდაცია მერიას არ გაუცია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ კონკრეტული სკოლის ადმინისტრაციას.

 

რაც შეეხება სწავლების საფასურს, იმ შემთხვევაში, თუ მშობლის თანხმობით ტარდებოდა დისტანციური გაკვეთილი, შესაბამისად ანაზღაურდება მისი საფასური და ეს სკოლასა და მშობელს შორის ხელშეკრულებით რეგულირდება.” – აცხადებენ უწყებაში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X