fbpx
13:14 | 2020-12-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მომჭირნეობის წელია!“ – საჯარო მოხელეებს ხელფასები აკლდებათ

„მომჭირნეობის წელია!“ – საჯარო მოხელეებს ხელფასები აკლდებათ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ 2021 წელიწადი მომჭირნეობის წელი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრას“ ეთერში ისაუბრა.

 

როგორ ვიშოვოთ ფული პანდემიის დროს - მომგებიანი ბიზნესის პერსპექტიული იდეები ქართული სინამდვილიდან
2020-12-08როგორ ვიშოვოთ ფული პანდემიის დროს - მომგებიანი ბიზნესის პერსპექტიული იდეები ქართული სინამდვილიდან

 

მისივე თქმით, საჯარო მოხელეებს მომდევნო წელს ხელფასი დააკლდებათ.

 

„ფული ხელფასებს მოაკლდება პირველ რიგში ყველაზე მეტად. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში იზრდება ხელფასები.

 

თუკი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებელი, ეს არის ჯარისკაცი, ეს არის პოლიციელი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, მთლიანობაში სახელფასო ფონდს აკლდება, მაგრამ გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები.

 

რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ეს მომჭირნეობის წელია“, – განაცხადა თურნავამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X